ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგის ფარგლებში 26 საცურაო აუზის წყლის ხარისხი, გასახდელებისა და სველი წერტილების ჰიგიენურ ნორმები შეამოწმა.
როგორც უწყება იტყობინება, მონიტორინგის ფარგლებში 111 სასტუმრო კომპლექსის ნომრების, სველი წერტილებისა და კვების ბლოკების ჰიგიენური ნორმებიც იქნა გამოკვლეული.
"მათ შორის 8 ობიექტზე შედგა საჯარიმო ოქმი. სანიტარულ შემოწმებას მუნიციპალური ინსპექცია ხელშეკრულების ფარგლებში, შპს "მეგატესტთან" ერთობლივად ახორციელებს", - იტყობინება ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.




























