მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 საკითხი, რომლებსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ

კობახიძე

18 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს განიხილავს, რომელთაგან 5 ენერგეტიკას შეეხება.

  1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მომხსენებელი: ლ. ჟორჟოლიანი
  2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი .
  4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „თბილისი ჰესს“ შორის „თბილისი ჰესის“ ელექტროსადგურის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და სს „ტეხური ენერჯის“ შორის ,,ტეხური ჰესი, ჰესი 3, ჰესი 5“ ელექტროსადგურების კასკადის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „არაკალს“ შორის „არაკალი ჰესის“ ელექტროსადგურის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი .
  7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს „ენერჯი სოლუშენს 2“-ს შორის „მზის ელექტროსადგური მარნეული 65“-ის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები