მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 სექტორში ხელფასების მატება ინფლაციას ჩამორჩება

614200465aefa
შოთა ტყეშელაშვილი
15.09.21 20:30
8886
საქსტატმა დღეს 2021 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ის 1,328 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 177.9 ლარით მეტია.

თუმცა, გაიზარდა თუ არა ხელფასები ინფლაციის გათვალისწინებით?

ამ კითხვაზე პასუხის დასადგენად, შეგვიძლია შევადაროთ, გაიზარდა თუ არა წინა წელთან შედარებით ხელფასები ინფლაციის დონეზე 12.8%-ზე უფრო მაღალი ტემპით. თუკი ზრდის ტემპი აჭარბებს ინფლაციას, მაშინ ხელფასის მსყიდველუნარიანობა ინფლაციის გათვალისწინებით წელს გაზრდილია, ხოლო თუკი ის ინფლაციას ჩამორჩება, მაშინ, ხელფასის რეალური მსყიდველუნარიანობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

საქსტატი ხელფასების სტატისტიკას 19 დარგისთვის ითვლის, ამ 19 დარგიდან 8 სექტორში ხელფასების მატების ტემპი ინფლაციას ჩამორჩება, შესაბამისად, ამ დარგებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მსყიდველუნარიანობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია. ამ 8 სექტორიდან ერთში - “სხვა სახის მომსახურებაში” თავად საშუალო ხელფასის მოცულობაა შემცირებული.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს, მისი ზრდის ტემპი ინფლაციას მხოლოდ 2.7%-ით აჭარბებს, შესაბამისად, საშუალო ხელფასის რეალური მსყიდველუნარიანობა წელს მხოლოდ 2.7%-ით გაიზარდა.

ასწრებს თუ არა საშუალო ხელფასის ზრდა ინფლაციას - სექტორების შედეგები:

● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2,355 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 2.6%
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2,173 ლარი, მსყიდველუნარიანობის კლება ინფლაციის გათვალისწინებით -0.4%
● მშენებლობა - 2,006 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 10.9%
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1,920 ლარი, მსყიდველუნარიანობის კლება ინფლაციის გათვალისწინებით -5.4%
● ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1,741 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 0.0%
● სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1,738 ლარი, მსყიდველუნარიანობის კლება ინფლაციის გათვალისწინებით -1.0%
● ტრანსპორტირება და დასაწყობება - 1,637 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 5.8%
● სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1,523 ლარი, მსყიდველუნარიანობის კლება ინფლაციის გათვალისწინებით -7.5%
● დამამუშავებელი მრეწველობა - 1,296 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 11.5%
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 1,213 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 3.4%
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 1,211 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 7.3%
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1,179 ლარი, მსყიდველუნარიანობის კლება ინფლაციის გათვალისწინებით -9.4%
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - 1,031 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 4.6%
● სხვა სახის მომსახურება - 1,021 ლარი, მსყიდველუნარიანობის კლება ინფლაციის გათვალისწინებით -17.0%
● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 963 ლარი, მსყიდველუნარიანობის კლება ინფლაციის გათვალისწინებით -5.9%
● განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 939 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 1.6%
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 870 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 5.5%
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 853 ლარი, მსყიდველუნარიანობის კლება ინფლაციის გათვალისწინებით -7.2%
● განათლება - 835 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 1.4%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები