მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში დაცულ ტერიტორიებს 900 000-მდე ვიზიტორი ეწვია - სააგენტოს შემოსავლები 48%-ით გაიზარდა

დაცული ტერიტორიები

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 2026 წლის პირველ რვა თვეში დაახლოებით 900 000 ვიზიტორი ეწვია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, მათი 41% საქართველოს მოქალაქეა, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა კი უფრო მეტია.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენაზე განაცხადა, პარალელურად ბიომრავალფეროვნების დაცვასა და კონსერვაციასთან, სააგენტო ეკოტურისტული სერვისების განვითარებასა და რეგიონებში ეკოტურიზმის ხელშეწყობაზე მუშაობს.

„პარალელურად იმ საქმიანობისა, რასაც ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კონსერვაციის, ასევე დაცვა-პატრულირების მიმართულებით ვახორციელებთ, ვავითარებთ ეკოტურისტულ სერვისებს და ხელს ვუწყობთ რეგიონებში ეკოტურიზმის განვითარებას. ბოლო რვა თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე დაახლოებით 900 000-მდე ვიზიტორი გვყავს. მათ შორის 41% ქართველი ვიზიტორია, თუმცა უფრო მეტად საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან ფიქსირდება ინტერესი.

განსაკუთრებით გამოვყოფდით პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონსა და მტირალას ეროვნულ პარკს, რომლებიც, როგორც წესი, ყოველწლიურად ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის არიან. რაც შეეხება შემოსავლებს, 8,9 თვის მონაცემებით, წინა წლის მაჩვენებელს 48%-ით გადავაჭარბეთ. შესაბამისად, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიც“, - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები