მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა, აგვისტოში - ზრდა 12% იყო

საქსტატი

2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები