მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა, აგვისტოში - ზრდა 12% იყო;

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, ხოლო რვა თვის საშუალო ზრდა 10%-ია. საქსტატის მონაცემებით, 14%-ზე მეტად გაიზარდა მსხვილ კომპანიათა ბრუნვა, რამაც 14.5 მლრდ ლარს გადააჭარბა. ზრდა დაფიქსირდა პროფესიულ და სამეცნიერო სამუშაოებში, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობისა და საფინანსო სექტორებში. გაიზარდა უძრავი ქონებისა და ვაჭრობის სექტორებიც. კლებაა ენერგეტიკის დარგში. მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, ეკონომისტები ბოლო პერიოდში სავალუტო და საფონდო ბაზარზე არსებულ მერყეობებზე მიუთითებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები