საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი წლიურად 3.1%-ით 2 მილიარდ 014 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის 8 თვის ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკის მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3%-ს შეადგენს. მაშინ როდესაც გასული წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა მთლიან ექსპორტში 46.8% იყო. აღსანიშნია ისიც, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მცირდება.

2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 4 მილიარდ 448 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება იმას რომელ ქვეყნებში გადის ადგილობრივად წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე, იანვარ-აგვისტოში 10 უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

8 თვეში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 239.1 მლნ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.9%-ს შეადგენს.
TOP-10 ექსპორტირებული საქონელი:





























