მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი ექსპორტი $1.2 მილიარდამდე შემცირდა, რაც მთლიანი ექსპორტის 45%-ია

ადგილობრივი ექსპორტი

იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2 მილიარდ 847 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 6.7%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.4%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11.5%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 293 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (271.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (217.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (129.6 მლნ. აშშ დოლარი).

იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 156.1 მლნ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 142.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.1%), ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 101.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9%) იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები