საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა მცირედით გაიზარდა. 2026 წლის პირველ ნახევარში EU-ის 27 ქვეყანასთან ექსპორტ-იმპორტმა 2 მილიარდ 595 მილიონი დოლარი შეადგინა. ზრდა 1.2%-ია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბლოკის ქვეყნებიდან საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი გერმანიაა, რომელთანაც ვაჭრობა წლის პირველ ნახევარში 8.6%-ით შემცირდა. ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- გერმანია - $587.7 მლნ;
- იტალია - $259.1 მლნ;
- ბულგარეთი - $237.8 მლნ;
- პოლონეთი - $177.3 მლნ;
- ნიდერლანდები - $176.3 მლნ;
- საფრანგეთი - $169.3 მლნ;
- ესპანეთი - $153.6 მლნ;
- რუმინეთი - $142.9 მლნ;
- ჩეხეთი - $129.3 მლნ;
- ბელგია - $88.9 მლნ;
- ლიეტუვა - $74.6 მლნ;
- საბერძნეთი - $72.2 მლნ;
- უნგრეთი - $56.9 მლნ;
- ავსტრია - $36.6 მლნ;
- ლატვია - $33.4 მლნ;
- მალტა - $29.2 მლნ;
- კვიპროსი - $27.5 მლნ;
- შვედეთი - $26.3 მლნ;
- სლოვენია - $23.8 მლნ;
- დანია - $21.7 მლნ;
- ირლანდია - $16.1 მლნ;
- ფინეთი - $12.9 მლნ;
- სლოვაკეთი - $12.7 მლნ;
- პორტუგალია - $11.5 მლნ;
- ესტონეთი - $8.9 მლნ;
- ხორვატია - $5.5 მლნ;
- ლუქსემბურგი - $2.8 მლნ;
ევროგაერთიანებასთან სავაჭრო ბალანსი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება და 2 მილიარდ 208 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს რიცხვი იანვარ-ივნისში მცირედით 0.7%-ით გაიზარდა.
ევროკავშირიდან უმთავრესი იმპორტირებულ საქონელს მსუბუქი ავტომობილები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები და დაფასოებული სამკურნალო საშუალებები წარმოადგენს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს 6 თვეში EU-დან ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად 35.4%-ით შემცირდა.
იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:
- მსუბუქი ავტომობილები - $271.6 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $260.3 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $194 მლნ;
- სატელეფონო აპარატები - $42.1 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $39.9 მლნ;
- კოსმეტიკა და კანის მოვლის საშუალებები - $35.3 მლნ;
- გამომთვლელი მანქანები - $28.3 მლნ;
- კვების პროდუქტები - $28.1 მლნ;
- სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები - $27.1 მლნ;
- სიგარები და სიგარილები - $23.6 მლნ;
რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში საქონლის ექსპორტი 3.8%-ით გაიზარდა და 387 მილიონ 240 ათასი დოლარი შეადგინა.
ევროგაერთიანების ქვეყნებში საქართველოდან წელს ექსპორტირებული უმსხვილესი საქონელი ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის გადაზიდვები თითქმის გაორმაგებულია. ამასთან, 6 თვეში გაიზარდა თხილის და კაკლის, სპილენძის მადნების და ნავთობპროდუქტების ექსპორტიც.
ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:
- ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - $67.5 მლნ;
- თხილი და სხვა კაკალი - $48.7 მლნ;
- ფეროშენადნობები - $44.6 მლნ;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $43.5 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $25.5 მლნ;
- ღვინო - $19.1 მლნ;
- ხის დაფანერებული პანელები - $11.1 მლნ;
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები - $9.4 მლნ;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $9.2 მლნ;
- მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - $7.7 მლნ;




























