საქართველოდან უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი მზარდია. საქსტატის თანახმად, 2026 წლის 8 თვეში საზღვარგარეთ სულ 138.9 მლნ დოლარის ღირებულების არაალკოჰოლური სასმელები გავიდა, რაც 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საუბარია მინერალურ და გაზიან წყლებზე შაქრის შემცველობით.
რაოდენობრივად კი ამ პროდუქციის ექსპორტმა 124.5 მლნ ლიტრი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მოცულობა 111.5 მლნ ლიტრი იყო.
ქართული უალკოჰოლო სასმელების მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 32.5 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაოდენობრივად კი ამ ბაზარზე ექსპორტმა 34.1 მლნ ლიტრი შეადგინა.
ქართული უალკოჰოლო სასმელების TOP-10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:
- რუსეთი - 32.5 მლნ აშშ დოლარის (111.5 მლნ ლიტრი)
- აზერბაიჯანი - 25.2 მლნ აშშ დოლარის (17.5 მლნ ლიტრი)
- ყაზახეთი - 22.1 მლნ აშშ დოლარის (18.9 მლნ ლიტრი)
- სომხეთი - 12.9 მლნ აშშ დოლარის (13.5 მლნ ლიტრი )
- უზბეკეთი - 12.8 მლნ აშშ დოლარის (8.6 მლნ ლიტრი)
- ისრაელი - 7.6 მლნ აშშ დოლარის (8.7 მლნ ლიტრი)
- უკრაინა - 6.1 მლნ აშშ დოლარის (5.7 მლნ ლიტრი)
- ყირგიზეთი - 4.1 მლნ აშშ დოლარის (2.9 მლნ ლიტრი)
- ბელარუსი - 3.1 მლნ აშშ დოლარის (2.1 მლნ ლიტრი)
- ლიეტუვა - 1.9 მლნ აშშ დოლარის (1.9 მლნ ლიტრი)
აღსანიშნავია, რომ "თიბისი კაპიტალის" თანახმად, 2025 წელს საქართველოში 474 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი იწარმოვა, ხოლო წარმოების ღირებულებამ თითქმის 1 მილიარდი ლარი შეადგინა.
























