"თიბისი კაპიტალის" პუბლიკაციის თანახმად, საქართველოში მნიშვნელოვნადაა განვითარებული უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია და 2025 წელს ქვეყანაში 474 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი იწარმოვა, ხოლო წარმოების ღირებულებამ თითქმის 1 მილიარდი ლარი შეადგინა.
ამასთან, სექტორი სულ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებული ხდება - 2025 წელს ექსპორტის მოცულობამ 162 მილიონ ლიტრს მიაღწია და ბოლო წლებში დაფიქსირებული ზრდის ტენდენცია გააგრძელა. იმპორტი კი მეტ-ნაკლებად სტაბილურია.
კვლევის თანახმად, არაალკოჰოლური სასმელების ძირითადი გასაღების ბაზარი რუსეთია, რომელსაც ყაზახეთი მოსდევს. იმპორტში ასევე რუსეთი ლიდერობს.





























