მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 77%-ით აღდგა

6322cff359e23
მარიამ ვარადაშვილი
15.09.22 20:00
600
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 77%-ით აღდგა.

მათი ცნობით, ჯამში 8 თვეში აეროპორტები 2 822 687 მგზავრს მოემსახურნენ. ეს მაჩვენებელი 2019 წლის შესაბამის პერიოდში 3 646 210 მგზავრი იყო. აქედან გამომდინარე, მგზავრთნაკადის აღდგენის საერთო მაჩვენებელი 77%-ია.

რაც შეეხება უშუალოდ აეროპორტებს, 8 თვის მონაცემებით ქვეყნის ყველაზე მსხვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 879 761 მგზავრს მოემსახურა. აღდგენის მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 71%-ს შეადგენს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით, მიმდინარე წლის 8 თვეში გადაყვანილია 416 657 მგზავრი, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 444 252 მგზავრი, შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 94%-ს შეადგენს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით მოცმულ პერიოდში გადაყვანილია 508 557 მგზავრი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 537 826 მგზავრი, შესაბამისად, აეროპორტის მგზავრთნაკადი აღდგენილია 95%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები