მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისიდან China Southern Airlines-ი პეკინის მიმართულებით ფრენებს იწყებს

China Southern Airlines

ავიაკომპანია China Southern Airlines-ი ურუმჩის გავლით პეკინი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო რეისებს შეასრულებს.

შედეგად, 2026 წლის ზაფხულიდან საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის ფრენებს უკვე ორი ავიაკომპანია - Air China და China Southern Airlines-ი მოემსახურება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების ფრენები შემდეგი მარშრუტით განხორციელდება: პეკინი - ურუმჩი - თბილისი - ურუმჩი - პეკინი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია აღნიშნულ მარშრუტზე 2016 წლიდან პანდემიის დაწყებამდე ოპერირებდა. რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 ივნისიდან დაიწყება და სეზონის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიაციის სააგენტომ კომპანიას ფრენების განხორციელების უფლება უკვე მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები