მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში საქართველოში 1.5 მლრდ კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი შემოვიდა

გაზი

2024 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შემოვიდა - ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა სოციალურ ქსელ "X"-ის საკუთარ ანგარიშზე დაწერა.

ინფორმაციის თანახმად, 8 თვის განმავლობაში ევროპაში 8,4 მილიარდი მ3 გაზი გავიდა, თურქეთში კი 6,5 მილიარდი მ3.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) თურქეთში 3,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა ექსპორტირებული.

ზოგადად, გაზის ექსპორტი აზერბაიჯანიდან მიმდინარე წლის 8 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 3,1%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები