გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 8 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს.
როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათგან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლენილია 51 სამართალდარღვევა.
"ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
ბრაკონიერებთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ და მცურავ საშუალებებს. შედეგად, ბრძოლა გახდა კიდევ უფრო მასშტაბური და ეფექტიანი", - აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
























