მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

80 ტანკი და 500-ზე მეტი საბრძოლო მანქანა - რა დანაკარგი აქვს რუსულ მხარეს ამ დრომდე?

6218fccf58522
თამთა ჯიჯავაძე
25.02.22 20:20
721
რუსულმა სამხედრო ძალებმა დღენახევარში 80 ტანკი, 10 ავიახომალდი, 7 ვერტმფრენი და სხვადასხვა ტიპის 516 ჯავშანტექნიკა დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი იტყობინება.

ამასთან, როგორც Pravda მალიარზე დაყრდნობით წერს, მას შემდეგ რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები 24 თებერვლის დილით უკრაინაში შეიჭრა, დაიღუპა, დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა 2800 რუსი სამხედრო პერსონალი.

ცნობისთვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა, რაც რეკორდულ რაოდენობას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები