მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8000-წლიანი ისტორია გვაქვს, მაგრამ ჩვენი სახეა ის ღვინო, რომელიც ჭიქაში ასხია - სომელიე

ღვინო

„ღვინის 8000-წლიანი ისტორია გვაქვს, მაგრამ 8000 წელს ჭიქაში ვერ დაასხამთ“, - ამბობს „საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი. 

სომელიემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რუსეთის ბაზარზე მზარდ დამოკიდებულებაზე საუბრისას, რომელიც ქართული ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, თქვა, რომ ვენახების კადასტრის პროგრამა, რაც არის საფუძველი ვენახების კლასიფიკაციის, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის მსოფლიოს ძვირად ღირებულ ღვინოებს შორის მოხვედრას.
შალვა ხეცურიანის აზრით, სწორედ კლასიფიცირებულ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან წარმოებული ღვინო უნდა იყოს ქვეყნის სახე. 

„იმისთვის, რომ არცერთ ბაზარზე არ ვიყოთ მიჯაჭვული, არ არის საკმარისი მხოლოდ ღვინის სამშობლოს სტატუსი გვქონდეს ან საავტორო ღვინოების ქვეყანა ვიყოთ; ჩვენ უნდა ვიყოთ ვენახების და ადგილების ქვეყანა.

ახლა ვართ საბავშვო ბაღში და უნდა წავიდეთ სკოლაში.  კი, 8000-წლიანი ისტორია გვაქვს, მაგრამ 8000 წელს ვერ დაასხამთ ჭიქაში. თქვენს სახეს კი წარმოადგენს ის ღვინო, რომელიც ჭიქაში ასხია და ისტორიები მხოლოდ მერე მოჰყვება.

ღვინის მსოფლიო რუკაზე ჩვენ აღმოვჩნდით ღვინის ისტორიით, მაგრამ დროა, ღვინოებით გამოვჩნდეთ.

როგორც სომელიე ისე გეტყვით, ღვინოებს როცა ვსინჯავთ,  8000 წელს ვერ ვხედავთ. ღვინოს უნდა ჰქონდეს კონკრეტული გემო; ჩვენ ამის მიღწევას მხოლოდ ერთი რამით შევძლებთ - ადგილით. ღვინოში გემოს იძლევა ადგილი.

ჩვენ თუ მარტივი ვენახები გავაშენეთ ან შევეცადეთ, მარტივ ადგილებში მოვიყვანოთ შეუსაბამო ღვინო, ამ შეუსაბამობას ორ წელიწადში ხომ ვერ გამოასწორებ?! ვსაუბრობთ 50-70 წლიან პერსპექტივაზე, ამიტომ გვინდა, ვენახების კლასიფიკაცია, რაც მიმდინარეობს - ვენახების კადასტრი სრულდება და ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი. ვენახების კადასტრზე უნდა დაშენდეს ვენახების კლასიფიკაცია, რომელსაც ათწლეულები სჭირდება“, - აცხადებს სომელიე შალვა ხეცურიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები