მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

87 სოფლის 207 ოჯახისათვის დამონტაჟდა მზის პანელები – მთავრობა

5ed53bd008bd0
თამთა ჯიჯავაძე
01.06.20 23:30
1728
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლებში მუდმივად მაცხოვრებელი ოჯახებისთვის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის, კახეთისა და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახისათვის დამონტაჟდა მზის პანელები, – ამის შესახებ ნათქვამია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტის მიხედვით, მშენებლობა-ლიცენზირების და კვლევის ეტაპზეა ჯამში 5 მზის ელექტროსადგურის პროექტი.

ასევე საქართველოს მთავრობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს განხორციელდა მესტიის მუნიციპალიტეტის ორი უშუქო სოფლის - ხალდესა და ჰეშკილის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით ელექტროგადამცემი ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები.

დოკუმენტში საუბარია გაზიფიცირების პროცესზეც და აღნიშნულია, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად:

„აშენებულია წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და თიანეთ-ხევსურეთის მკვებავი გაზსადენები. ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დაახლოებით 16 300 პოტენციურ აბონენტს. 2019 წელს ხელისუფლებამ შეიმუშავა გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმა. სამწლიანი გეგმის ფარგლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 295 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს, ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 229 მლნ. ლარი დაიხარჯება“, – წერია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები