ფოთის საზღვაო ნავსადგური საკონტეინერო, გენერალური და საბორნე ტვირთების ზრდას ინარჩუნებს.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მონაცემებით, 2026 წლის პირველი ათი თვეში ტვირთებში ზრდა ყველა მიმართულებით შენარჩუნდა. 2026 წლის იანვარ - ოქტომბერში ნავსადგურში საკონტეინერო ტვირთბრუნვამ 582 498 TEU შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია. წლის ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი ივლისში დაფიქსირდა, როდესაც ტერმინალმა 65 759 TEU დაამუშავა.
საკონტეინერო ტვირთი APM TERMINALS POTI-ში
- 2026 წლის ოქტომბერი 57 287 TEU / 2026 წლის 10 თვე 582 498 TEU
- 2025 წლის ოქტომბერი – 51 435 TEU / 2025 წლის 10 თვე - 532 908 TEU
- 2024 წლის ოქტომბერი 47 551 TEU / 2024 წლის 10 თვე - 454 139 TEU
წყარო: APM TERMINALS POTI
მნიშვნელოვნად გაიზარდა საკონტეინერო გემების შემოსვლის რაოდენობაც: წლის პირველ ათ თვეში „,ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 372 საკონტეინერო გემს უმასპინძლა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 299 გემს შეადგენდა (24.4%-იანი ზრდა). მხოლოდ სექტემბერში ნავსადგური 36 საკონტეინერო გემს მოემსახურა.
APM TERMINALS -ის მონაცემებით, განსაკუთრებით მაღალი ზრდა გენერალურმა ტვირთებმა აჩვენა: მათმა მოცულობამ 343 856 ტონას მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 61%-ით მეტია.
გენერალური ტვირთი APM TERMINALS POTI - ში
- 2026 წლის ოქტომბერი – 19 200 / 2026 წლის 10 თვე - 343 856 ტონა
- 2025 წლის ოქტომბერი 13 327 ტონა / 2025 წლის 10 თვე - 214 095 ტონა
- 2024 წლის ოქტომბერი – 31 687 ტონა / 2024 წლის 10 თვე - 192 865 ტონა
ზრდა დაფიქსირდა საბორნე ოპერაციების მიმართულებითაც. საანგარიშო პერიოდში საბორნე ტვირთების მოცულობამ 180 536 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველი ათი თვის მაჩვენებელი 136 805 ტონა იყო.
























