"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 13 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 4, შიდა ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
9 ნოემბრის სტატისტიკა ასეთია:კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 60680
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 45042
მათ შორის გარდაცვლილი - 499
კარანტინის რეჟიმში - 2982
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4780
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2879
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.