მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 ტონა ოქრო, 19 ტონა ვერცხლი, ვადა - 2042 წელი | RMG Gold-ის წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებებია

წიაღისეული

საქართველოს მთავრობამ „არ ემ ჯი გოლდისთვის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობა გასცა. 20 იანვრით დათარიღებულ, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებიდან ირკვევა, რომ კომპანიას „საყდრისის საბადოზე“ მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობები გაეზარდა, თუმცა დოკუმენტი არ ასახავს - რამდენით.

8969 კგ ოქრო, 19 381 კგ ვერცხლი, 11 242 ტონა სპილენძი - ასეთის მოპოვების განახლებული ლიზენზიის მიხედვით, წიაღისეულის მოცულობები.

განკარგულებაში წერია, რომ ლიცენზიის მფლობელი ანუ „არ ემ ჯი გოლდი“ ვალდებულია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობებზე სახელმწიფოს ბიუჯეტში, 2042 წლის 2 იანვრამდე ანუ ლიცენზიის მოქმედების ვადაში 6 821 897 ლარი უნდა შეიტანოს.

"სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-9 და 10 პუნქტების საფუძველზე:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, შპს არ ემ ჯი გოლდზე (ს/ნ: 225359947) შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) მოპოვების სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2024 წლის 10 აპრილის №1143 ლიცენზია-ბრძანებაში შეიტანოს ცვლილება და საყდრისის საბადოზე“ მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის:

ა) ოქროსშემცველი მეორადი კვარციტების ოდენობები განსაზღვროს 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დამტკიცებული მარაგების ფარგლებში:

  • ოქრო – 685.4 კგ;
  • ვერცხლი8 710.2 კგ;

ბ) ოქრო-სპილენძის მადნების ოდენობები განსაზღვროს 2023 წლის 1 მაისის მდგომარეობით დამტკიცებული მარაგების ფარგლებში:

  • ოქრო – 8 284 კგ;
  • ვერცხლი – 10 671 კგ;
  • სპილენძი – 11 242 ტონა", - წერია 118-ე განკარგულებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები