მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 წიგნი, რომლის წაკითხვასაც OpenAI-ის CEO, სემ ალტმენი, გირჩევთ

OpenAI

პროფესიული თუ პიროვნული ზრდისთვის, წიგნების კითხვა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია - ეს ის მოსაზრებაა, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენები, ფინანსისტები თუ ანტრეპრენერებიც იზიარებენ და მათ შორისაა ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმენიც.

Blinkist.Com სემ ალტმენის საყვარელი წიგნების ჩამონათვალს გვიზიარებს, რომელშიც, აინშტაინის ბიოგრაფიით დაწყებული, თანამედროვე ბიზნესლიტერატურის ჩათვლით, ნებისმიერი გემოვნების მკითხველისთვის საინტერესო წიგნს აღმოაჩენთ.

  • Man’s Search for Meaning - ვიქტორ ფრანკლი

ფსიქოლოგიური კლასიკა, რომელიც იკვლევს, წარმოუდგენელი გლოვის პარალელურად, როგორ უნდა ეძებო ცხოვრების აზრი. ჰოლოკოსტთან დაკავშირებული გამოცდილების წყალობით, ფრანკლი გვასწავლის, როგორ უნდა ვიპოვოთ ჩვენი არსებობის უნიკალური მიზანი ნებისმიერ სიტუაციაში.

  • Thinking, Fast and Slow - დენიელ კენმანი

წიგნში განხილულია ადამიანის ტვინის ფუნქციონირება - ფიქრის გაჩენიდან გადაწყვეტილების მიღებამდე. ნობელიანტი ავტორი საკუთარ კვლევას ეყრდნობა და აღწერს, როგორ გადამუშავდება ინფორმაცია ადამიანის გონებაში და რატომ უნდა ვენდოთ ანალიტიკას უფრო მეტად, ვიდრე - ინტუიციას.

  • Zero to One - პიტერ ზიელი და ბლეინ მასტერსი

პიტერ ზიელი წიგნში ინოვაციისადმი არატრადიციულ მიდგომებს განიხილავს. იგი ამტკიცებს, რომ რამე ახლის შექმნაზე გაცილებით მნიშვნელოვანი, უკვე არსებული ტექნოლოგიის დახვეწა და გაუმჯობესებაა.

  • Einstein - ვოლტერ აიზაკსონი

აიზაკსონის “აინშტაინი” ისტორიის გამორჩეული მეცნიერისა და მოაზროვნის, ალბერტ აინშტაინის ბიოგრაფიას ყვება. აინშტაინის კრეატიული ხედვა კი ნებისმიერ ადამიანს შთააგონებს, სამყაროს განსხვავებული თვალით შეხედოს.

  • The Beginning of Infinity - დეივიდ დოჩი

ეს წიგნი ადამიანის წარმოსახვის უნარის სიძლიერეზეა. დოჩი ამტკიცებს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ლიმიტი არ აქვთ, თუ ჩვენ ჩვენი გონების სრულ პოტენციალს ავითვისებთ.

  • Blitzscaling - რეიდ ჰოფმენი და კრის ი

Blitzscaling განსაკუთრებულად საინტერესო დამწყები ბიზნესმენებისთვისაა, რადგან ავტორები წიგნში განმარტავენ, როგორ შეუძლიათ სტარტაპებს თავიანთი ზრდის ტემპი ისე გაზარდონ, რომ ხარისხი და მდგრადობაც შეინარჩუნონ. წიგნში ისეთი ცნობილი კომპანიების ისტორიებია განხილული, როგორებიცაა Airbnb, Facebook, Google…

  • Superintelligence - ნიკ ბოსტრომი

რა თქმა უნდა, სემ ალტმენის საყვარელი წიგნების ჩამონათვალში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო წიგნი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს, კერძოდ კი კაცობრიობის მომავალზე მის გავლენას, შეეხება. ბოსტრომი თავის წიგნში განიხილავს, რა მოხდება, როდესაც რობოტები იმაზე ჭკვიანები გახდებიან, ვიდრე - ადამიანები და განიხილავს მთავარ ფაქტორებს, რაც დაგვეხმარება დავრწმუნდეთ, რომ AI ადამიანთა კონტროლის ქვეშ დარჩება.

  • Winning - ჯეიკ და სიუზი უელჩები

წიგნში თავმოყრილია პრაქტიკული რჩევები ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი CEO-სგან, რომელიც განმარტავს, როგორ უნდა შევქმნათ ნოვატორული ორგანიზაცია, რომელში დასაქმებაც ყველას ოცნება იქნება. უელჩი წიგნში გუნდის შეკრებისა და ორგანიზაციის გამართვის შიდა სამზარეულოს გვაცნობს.

  • Secrets of Sand Hill Road - სკოტ კუპორი

წიგნი სილიკონის ველის ყველაზე ცნობილ მისამართზე - Sand Hill Road-ზეა და გვაცნობს, როგორ მუშაობენ ვენჩურული კომპანიები და რა კრიტერიუმებით აფინანსებენ ისინი სტარტაპებს. წიგნში მსოფლიოს წამყვანი ინვესტორების პერსპექტივაა გაზიარებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები