მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში ექსპორტი $4.7 მლრდ-მდე გაიზარდა, იმპორტი - $12 მლრდ-მდე

საგარეო ვაჭრობა

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ 779 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, 9 თვეში ექსპორტი 4 მილიარდ 786 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 3.6%-ით 11 მილიარდ 992 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 7 მილიარდ 205 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 21 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები