მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში ქლიავის ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაიზარდა - სად ვყიდით/ვყიდულობთ?

ქლიავი

2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ქლიავისა და ღოღნოშოს ექსპორტმა 5.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით ნაკლებია. ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა კი 58.9%-ით შემცირდა და 2 796 ტონა გახდა (2024 წელს – 6 806 ტონა).

ექსპორტის მოცულობის მკვეთრი ვარდნის პარალელურად, სტატისტიკის მიხედვით, ქართული ქლიავის და ღოღნოშოს ფასი საერთაშორისო ბაზარზე შემცირებულია.

საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია, სადაც 2025 წლის პირველ ცხრა თვეში გაიყიდა:

  • რუსეთი – $5.1 მლნ (2 754 ტონა);
  • სომხეთი – $40 ათასი (19 ტონა);
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – $15 ათასი (22 ტონა).

იმპორტის მხრივ კი საპირისპირო სურათია: 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ $260 ათასის ღირებულების 287 ტონა ქლიავი და ღოღნოშო შეიძინა, რაც როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით 17.6%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის იმავე პერიოდში ($221 ათასი და 244 ტონა).

მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია:

  • ნიდერლანდები – $115 ათასი (35 ტონა);
  • თურქეთი – $91 ათასი (189 ტონა);
  • რუსეთი – $15 ათასი (20 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები