სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სატვირთო გადაზიდვების ზრდის მაღალი მაჩვენებლები მესამე კვარტალშიც შენარჩუნდა. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 25 905 ტონა შეადგინა. შესაბამისად, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.
საქართველოდან ტვირთების გადაზიდვა შარშანაც გაიზარდა. ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, შარშან საჰაერო გზით ჯამში 25 ათას ტონაზე მეტი ტვირთია გატანილი. 2023 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 25%-ით იყო გაზრდილი, ეს 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოში სატვირთო ტერმინალი მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს, შესაბამისად, გადაზიდვებიც მხოლოდ მისი გავლით ხდება. აღსანიშნავია, რომ გადაზიდული ტვირთის სტატისტიკაში შედის საქართველოში შემოსული ან საქართველოდან გასული ტვირთი, რომელიც სატვირთო ტერმინალის მიერ დამუშავდება.




























