2023 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტი 3.1%-ით 79,6 ათას ტონამდე გაიზარდა, რაც 2,4 ათასი ტონით მეტია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით 9 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით სანავთობო ბიტუმი რუსეთიდან შემოვიდა. ამ ქვეყნიდან იმპორტი 37,1 ათასი ტონა იყო, რაც მთელი იმპორტის 46,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 27,2 ათასი ტონა (34,2%); თურქეთი - 13,3 ათასი ტონა (16,7%); აზერბაიჯანი - 1,7 ათასი ტონა (2,1%); ირანი - 0,2 ათასი ტონა (0,3%); თურქმენეთი - 0,1 ათასი ტონა (0,1%);
რაც შეეხება გათხევადებულ აირებს, ამავე პერიოდში LPG-ის იმპორტმა 42,19 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (28,57 ათასი ტონა) შედარებით 13,62 ათასი ტონით ანუ 47,7%-ით მეტია.
2023 წლის 9 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,7% (42,05 ათასი ტონა) რუსეთიდან განხორციელდა.