მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი $133 მილიონით შემცირდა

კომპიუტერი პროგრამირება

2024 წლის 9 თვეში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-სექტემბერში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 475 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით, ანუ 133 მილიონი დოლარით ნაკლებია.

2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად დიდი შემოსავალი იყო.

2022-2023 წლებში IT სექტორში არსებული ბუმი პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდება, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი სპეციალისტი გადმოვიდა, შესაბამისად, მათი საქმიანობაც ამჟამად საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლება. თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში (რომელიც IT სფეროსაც აერთიანებს) 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2024 წელს კი 48 ათასს მიაღწია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის ზრდის მიუხედავად, კლებულობს სექტორის ჯამური შემოსავალი, რაც ქვეყნიდან დროებით საცხოვრებლად გადმოსული რუსი, ბელარუსი და უკრაინელი IT სექტორის დასაქმებულების მიგრაციას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები