მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობა $10 მლრდ-მდე გაიზარდა - TOP-10 სავაჭრო პარტნიორი

616e73b952d8a
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.21 11:31
1191
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერის სავაჭრო ბრუნვის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10.009 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა და 2.981 მლრდ დოლარს შეადგინა, ხოლო იმპორტი 7.028 მლრდ დოლარია და ეს მაჩვენებელი 21.6%-ითაა გაზრდილი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, 4.047 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.

წინასწარი შედეგების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი არიან:

1. თურქეთი - 1.480 მლრდ დოლარი;
2. რუსეთი - 1.145 მლრდ დოლარი;
3. ჩინეთი - 1.078 მლრდ დოლარი;
4. აზერბაიჯანი - 789.8 მლნ დოლარი;
5. აშშ - 562.2 მლნ დოლარი;
6. უკრაინა - 531.1 მლნ დოლარი;
7. სომხეთი - 498.2 მლნ დოლარი;
8. გერმანია - 389.8 მლნ დოლარი;
9. ბულგარეთი - 286 მლნ დოლარი;
10. იტალია - 219.1 მლნ დოლარი;

დანარჩენი პარტნიორი ქვეყნების წილის მთლიან ბრუნვაში შესაბამისად 30.3%-ს და 3 მლრდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები