მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში საქართველოში ავტოავარიებს 345 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 112 ქვეითი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავარია

2025 წლის 9 თვეში საქართველოში მომხდარ ავტოავარიებს სულ 345 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 112 ქვეითი იყო - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. შესაბამისად, საქართველოში საშუალოდ ყოველდღე ხდება ისეთი ავტოავარია, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

შსს-ს თანახმად, ავტოავარიების უმეტესობა ორ მსუბუქ ავტომობილს შორის ხდება, მეორე ადგილზეა მსუბუქ ავტომობილსა და ქვეითს შორის ავარია, მესამეზე კი მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლს შორის ავტოსაგზაო შემთხვევა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სახე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა დაიღუპა დაშავდა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით 4829 180 3348
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახება ქვეით მოსიარულეზე 1385 112 1246
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოტოციკლეტის მონაწილეობით 748 20 713
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით (მასა არ აღემატება 3500 კგ) 186 7 115
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მიკროავტობუსის მონაწილეობით 178 7 263
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით (მასა აღემატება 3500 კგ) 158 5 37
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არამექანიკური სასოფლო-სამეურნეო ტრანსპორტის მონაწილეობით 20 5 19
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მექანიკური სასოფლო-სამეურნეო ტრანსპორტის მონაწილეობით 12 3 5
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ავტობუსის მონაწილეობით 83 2 52
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ველოსიპედის მონაწილეობით 27 2 23
დაუდგენელი სატრანსპორტო საშუალება 72 2 115
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოპედის მონაწილეობით 34 0 39
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ელექტრო თვითგორიალას (სქროლი) მონაწილეობით 66 0 66

გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ადგილს იკავებს შემხვედრ ზოლში გადასვლის და გასწრების დროს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები, მეორე ადგილზეა სიჩქარის გადაჭარბება, მესამეზე კი არასწორი მოხვევის მანევრი.

  • შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 1015; დაიღუპა: 93; დაშავდა: 1787.

  • მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 526; დაიღუპა: 92; დაშავდა: 789.

  • მოხვევის მანევრი – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 1207; დაიღუპა: 91; დაშავდა: 1757.

  • ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 978; დაიღუპა: 77; დაშავდა: 970.

  • სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 326; დაიღუპა: 44; დაშავდა: 458.

  • დისტანციის დაუცველობა – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 657; დაიღუპა: 35; დაშავდა: 930.

  • შეჯახება დაბრკოლებაზე – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 305; დაიღუპა: 17; დაშავდა: 364.

  • ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 134; დაიღუპა: 15; დაშავდა: 239.

  • საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 231; დაიღუპა: 7; დაშავდა: 337.

  • გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 203; დაიღუპა: 1; დაშავდა: 311.

რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, ყველაზე მეტი 1990 ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში აღირიცხა, მეორე ადგილზეა აჭარა 499 შემთხვევით, მესამეზე კი იმერეთი 497 ავტოსაგზაო შემთხვევით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები