მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია თითქმის 9%-ით შემცირდა - Galt & Taggart

ელექტროენერგია

წელს 9 თვეში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია წლიურად 8.6%-ით შემცირდა და 6.6 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან ჰიდრო გენერაცია წლიურად 8.5%-ით შემცირდა 8.7 ტვტ.სთ-მდე.

Galt & Taggart-ის შეფასებით, კლება გამოწვეული იყო რეგულირებული სადგურების გენერაციის შემცირებით. ეს კი გამოწვეული იყო დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით, ჰიდროლოგიური პირობებით და ენგურის რეზერვუარში იანვარში არსებული დაბალი წყლის დონით.

ასევე შემცირდა თბოსადგურების გამომუშავებაც. თბოგენერაცია მნიშვნელოვნად, წლიურად თითქმის 10%-ით არის შემცირებული, რაც გამოწვეული იყო ექსპორტის შემცირებით და იმპორტის ზრდით.

მიმდინარე წლის 9 თვეში ქარისა და მზის სადგურების გენერაციამ 65 გვტ.-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში ტესტირების რეჟიმში ამუშავდა სამი მზის ელექტროსადგური, 10 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრით. ესენია: „ელ-ჰაბის“ კასპის მზის სადგური და „ალაზნის მზის“ სადგურები ხორსასა და გურჯაანში. ეს ობიექტები წარმოადგენს საქართველოს პირველ ინდუსტრიული მასშტაბის მზის ელექტროსადგურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები