მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ბინის ქირის საშუალო ფასი $10.1-მდე გაიზარდა - ივლისის მიმოხილვა

თბილისი

2026 წლის ივლისში თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი კვადრატულ მეტრზე 10.1 აშშ დოლარს შეადგენს. წინა თვესთან შედარებით ფასი მცირედით, 0.3%-ით გაიზარდა, რაც ბაზარზე არსებულ სტაბილურობაზე მიუთითებს.

Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური კვლევის თანახმად, უბნების მიხედვით, გაქირავების ყველაზე მაღალი ტარიფებით, ტრადიციულად, ვაკისა და მთაწმინდის უბნები გამოირჩევა:

  • ვაკე: $15.1 / კვ.მ
  • მთაწმინდა: $13.0 / კვ.მ
  • საბურთალო: $11.4 / კვ.მ
  • კრწანისი: $10.8 / კვ.მ
  • ისანი: $10.2 / კვ.მ

ყველაზე ხელმისაწვდომი ქირა კი დედაქალაქის გარეუბნებშია: სამგორში ($8.5), 8.6) და დიდ დიღომში ($8.7).

საინვესტიციო ამონაგები: თბილისი vs სხვა ქალაქები

Galt & Taggart-ის მონაცემებით, თბილისში ბინის გაქირავებიდან მიღებული ამონაგები 8.5%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველოს დედაქალაქი რეგიონში მესამე ადგილზეა და მხოლოდ ანკარას (9.5%) და ტაშკენტს (8.7%) ჩამორჩება. თბილისი უსწრებს ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ასტანა (8.1%), ერევანი (7.3%) და ბაქო (5.1%).

ევროპულ ქალაქებთან შედარებით (ბუქარესტი - 4.3%, რიგა - 4.2%, ვენა/სოფია - 3.9%), თბილისში უძრავი ქონება კვლავ მაღალშემოსავლიან საინვესტიციო აქტივად რჩება.

ქირა თუ დეპოზიტი - სად უფრო მომგებიანია ფულის დაბანდება?

კვლევაში ქირის ამონაგებსა და საბანკო დეპოზიტების განაკვეთებს შორის შედარებაცაა მოყვანილი:

  1. ლარის დეპოზიტი: 9.6% (ყველაზე მაღალი უკუგება)
  2. ბინის ქირა: 8.5%
  3. აშშ დოლარის დეპოზიტი: 2.4%

შესაბამისად, ქირის ამონაგები თითქმის ოთხჯერ აღემატება დოლარის დეპოზიტის განაკვეთს, ლარის დეპოზიტის განაკვეთი კი ქირის ამონაგებზე მცირედით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები