მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში თბილისში 4 475 ბინა გაიყიდა - რომელ უბანშია უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი?

თბილისი

2026 წლის ივლისში თბილისში სულ 4,475 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ივლისთან შედარებით (3,684 ბინა) 21.4%-იანი ზრდაა - ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების უახლეს პუბლიკაციაში ვკითხულობთ.

კვლევის თანახმად, მოთხოვნა თანაბრად მაღალია როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე:

  • მეორად ბაზარზე 2,294 ბინა (ზრდა +18.8% წ/წ) გაიყიდა, რაც 2022 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია.
  • პირველადი ბაზარიზე კი 2,181 ბინა გაიყიდა (ზრდა +24.4% წ/წ).

ჯამში, 2026 წლის პირველ 7 თვეში თბილისში 27,274 ტრანზაქცია გაფორმდა, ბაზრის მთლიანმა ღირებულებამ კი 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 27.3%-იანი ზრდაა.

რომელ უბანშია უძრავი ქონება ყველაზე ძვირი და იაფი?

საინვესტიციო ბანკის კვლევის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი ქონების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 1,426 დოლარს შეადგენს (პირველად ბაზარზე). ფასების ლიდერი ტრადიციულად ვაკეა.

პირველადი ბაზრის ფასები (თეთრი კარკასი, $/კვ.მ):

  1. ვაკე: $3,180
  2. მთაწმინდა: $2,945
  3. ჩუღურეთი: $2,323
  4. საბურთალო: $1,732
  5. კრწანისი: $1,671
  6. დიდუბე: $1,425
  7. ისანი: $1,407
  8. ნაძალადევი: $1,294
  9. სამგორი: $1,178
  10. დიდი დიღომი: $1,148
  11. გლდანი: $1,146
  12. ვაშლიჯვარი: $1,094

2026 წლის ივლისში გაყიდული ბინების რაოდენობით დიდი დიღომი კვლავ პირველ ადგილზეა:

  • დიდი დიღომი: 942 ბინა
  • საბურთალო: 772 ბინა
  • სამგორი: 721 ბინა
  • გლდანი: 442 ბინა
  • ისანი: 414 ბინა

ყველაზე მინიმალური აქტივობა ვაშლიჯვარსა (45 ბინა) და მთაწმინდაზე (56 ბინა) დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები