მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 704,5 მლნ ლარი შეადგინა

6390763e9bac3
BM.GE
07.12.22 15:15
565
2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობენ.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 704,5 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 157,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 34,9 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 152,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 341,5 მილიონ ლარს.

მოზიდული პრემიების მიხედვით, კომპანია ჯიპიაი ლიდერობს 132.5 მლნ ლარით, სამეულშია თიბისი დაზღვევა, რომლის პორტფელი - 114.4 მლნ ლარია, მესამე ადგილზეა ალდაგი 103.5 მლნ ლარია. ხუთეულში შედიან ასევე იმედი L და ARDI დაზღვევა.

უფრო დეტალურად, სექტორის მიერ მოზიდული პრემიები ასე ნაწილდება:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები