საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში საყურადღებოა ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები, რაც გამოიხატება დაბალი ათვისების მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების არსებობით - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულებას ეხება.
როგორც ირკვევა, 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით, 60%-ზე დაბალი ათვისება აქვს 12 პროგრამას და 22 ქვეპროგრამას.
"რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების ათვისების საშუალო მაჩვენებელმა 9 თვის მდგომარეობით წლიური გეგმის − 57%, ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის 79.6% შეადგინა. 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით, 60%-ზე დაბალი ათვისება აქვს 12 პროგრამას (პროგრამების 16%) და 22 ქვეპროგრამას (ქვეპროგრამების 15.1%). საყურადღებოა, რომ პროგრამების/ქვეპროგრამების ნაწილი გასულ წელსაც დაბალი ათვისებით გამოირჩეოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელების შეფერხებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით, მნიშვნელოვანია, საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება მიექცეს პროექტების მართვის პროცესში პოტენციური შემაფერხებელი ფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას და მათ გათვალისწინებას",- წერია მიმოხილვაში.
დოკუმენტში მოყვანილ მაგალითებიდან ირკვევა, რომ ზოგიერთი პროგრამის შემთხვევაში ათვისება 0%-ია.
2025 წლის 9 თვის გეგმასთან მიმართებით დაბალი ათვისების მქონე ზოგიერთი პროგრამის/ქვეპროგრამის მაჩვენებლები - 2025 წ. (ათასი ლარი)




ჩამორჩენა შემოსულობების/გადასახდელების გეგმებთან - როგორა აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულება?




























