ავსტრალიაში დაბადებული ამერიკელი მედიამაგნატი და მილიარდერი, 92 წლის რუპერტ მერდოკი მეხუთედ გეგმავს დაქორწინებას, ის ამჯერად 67 წლის ელენა ჟუკოვაზე დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ელენა ჟუკოვა რუსი ოლიგარქის და მაფიის ბოსის, ალექსანდრ რადკინ ჟუკოვის ყოფილი ცოლია, რომელსაც ის წლების წინ დაშორდა. ასევე საინტერესოა ის გარემოება, რომ დედის მსგავსად, ელენას შვილი, დაშა ჟუკოვა მილიარდერი რომან აბრამოვიჩის მეუღლე იყო 2008-2017 წლებში.
რაც შეეხება მერდოკს, მისი საინვესტიციო ტრასტი Fox News-სა და The Wall Street Journal-ს ფლობს. Forbes-ის შეფასებით, მერდოკის ქონება 19 მილიარდ დოლარს აღწევს და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეწარმედ ითვლება.
წინა მეუღლეს, სუპერმოდელ ჯერი ჰოლს მერდოკი 2022 წელს დაშორდა.