"კოდას“ გენერალური დირექტორი, ზურაბ ჭუჭულაშვილი ამბობს, რომ წელს კვერცხის გაყიდვები დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. მან ამის შესახებ BM.GE-ს წლის შეჯამებისას განუცხადა.
"ნორმალური წელი იყო. 2023 წელთან შედარებით, კვერცხის გაყიდვების დაახლოებით 5%-იანი მატება იყო. 95 მილიონამდე კვერცხი გაიყიდება წლის ბოლომდე. ქათმის ხორცის გაყიდვები იგივე დონეზეა",- თქვა ზურაბ ჭუჭულაშვილმა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს კომპანიის გეგმებში კვერცხის წარმოების 5%-იანი ზრდა შედის.
მისივე განცხადებით, წელს ფასები არ გაზრდილა, თუმცა მცირე მატება იქნება მომავალი წლიდან, რაც მარცვლეულის გაძვირებას უკავშირდება.
"მიმდინარე წელს ფასების ზრდა არ მომხდარა, თუმცა 2025 წლის დასაწყისში ძალიან მინიმალურ, სადღაც 3%-მდე მატებას ვგეგმავთ, რადგან მარცვლეული პროდუქციის ფასი ძალიან გაძვირებულია, დაახლოებით 15%-დან 20%-მდე მოიმატა ფასმა სხვადასხვა კულტურაზე",- ამბობს "კოდას“ გენერალური დირექტორი.
საქართველოს ადგილი რომ ევროპაშია, ამაში დარწმუნებული ვარ - "კოდას" დირექტორი