მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

A კატეგორიის ლიცენზია, ფაქტობრივად, ფასიანი ქაღალდია, რომელიც მფლობელისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს - სოსო ფხაკაძე

63db9d1d46b74
BM.GE
02.02.23 15:21
956
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ტაქსების რეფორმის მე-3 ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის მიერ იყო ორგანიზებული.

ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილება მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ტაქსის მძღოლებისთვის, ვინაიდან სწორედ მათ ინტერესებზეა მორგებული და მოიცავს მნიშვნელოვან შეღავათებს, რაც მათ საქმიანობას უფრო სარფიანს გახდის.

„აღსანიშნავია, რომ ლიცენზია, რომელსაც იღებენ ტაქსის მძღოლები, ამიერიდან იქნება არა უბრალო ქაღალდი, არამედ ფასიანი ქაღალდი/აქტივი თავისი ღირებულებით და მის მფლობელებს მისცემს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობებს. პოზიტიურად ვაფასებთ ამ რეფორმას, ვინაიდან ზემოხსენებული ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ბიზნეს აქტივობისა და კეთილდღეობის ზრდას. ამასთან, ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა იდეა, რომ A კატეგორიის უვადო ნებართვის მქონე პირს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი პლატფორმის მეშვეობით გააქირაოს ან გაყიდოს მის კუთვნილებაში არსებული ლიცენზია.

როგორც ზემოთაც ითქვა, ეს ნებართვა/ლიცენზია ხდება ფასიანი ქაღალდი, რომელიც, მისი მფლობელისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს. ამას გარდა, პირადად ჩემთვის ღირებული და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ტაქსების რეფორმით ქ. თბილისის მერიამ ეს პროფესია და ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანები დააფასა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმერი პროფესია სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული, თუ გვინდა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და განვითარება გვქონდეს“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები