მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ხანია ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა კვალიფიციური მუშახელი და სამუშაო ძალაა - სოსო ფხაკაძე

სოსო ფხაკაძე
BM. GE
10.10.23 16:31
87

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, უკვე დიდი ხანია ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა კვალიფიციური მუშახელი და სამუშაო ძალაა.

აღნიშნული განცხადება სოსო ფხაკაძემ დღეს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც პროფესიულ განათლებას ეხება.

„ბიზნეს ასოციაცია ყოველ კვარტალში აქვეყნებს BAG-ინდექსს. წელიწადზე მეტია ბიზნესისთვის #1 პრობლემა კვალიფიციური მუშახელია, მეორე ადგილზე სამუშაო ძალაა. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, კვალიფიციური მუშახელის მწვავე დეფიციტი, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, სწორედ ამ პრობლემას ეხმიანება და ძალიან გვიხარია, რომ პროფესიული განათლების ახალი ხედვა განვითარდება.

ჩვენი პატარა ქვეყნის ეკონომიკებმა, ჩვენი ეკონომიკური განვითარება ყოველთვის ცოდნაზე უნდა დავაფუძნოთ, ამიტომ განათლებაში მეტი ინვესტიცია და ამ თანხების სწორი ინვესტირება არის მნიშვნელოვანი და ღირებული. ვფიქრობთ, ამ ახალი ხედვის ფარგლებში ბიზნესს მიეცა ძალიან კარგი შეთავაზება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ხელისუფლებასთან ინტენსიური კომუნიკაციის დროს ვაფიქსირებთ, როცა პროფესიულ განათლებაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი უნარ-ჩვევები შევძინოთ ადამიანებს, რომლებზეც ბიზნესში დიდი მოთხოვნაა. 

მე ძალიან მინდა აღვნიშნო ისიც, რომ სასწავლო პროგრამებში მოხვდება ინტეგრირებული პროფესიული ახალი ხედვების ჩამოყალიბება და ამ კუთხით ბოლო კლასებში მოსწავლეების დაინტერესება, რაც საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ერთად თუ გავაკეთებთ, მთავარი გამოწვევა რაც არის ბიზნესში, კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი - ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. განათლებაზე დაფუძნებული ეკონომიკა უნდა შევქმნათ - ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ფხაკაძემ.

მთავრობა ბიზნესს პროფესიული განათლების ხელშეწყობაში თანამშრომლობას სთავაზობს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები