მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი მთავარი ამოცანა, განათლებაზე, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნაა“ - სოსო ფხაკაძე

BAG
BM. GE
10.10.23 17:53
79

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდა, სადაც მინისტრმა პროფესიული განათლების ახალი გეგმა კერძო სექტორს წარუდგინა.

სოსო ფხაკაძის განცხადებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის თანახმად, კვალიფიციური კადრებისა და სპეციალისტების დეფიციტის პრობლემა უკვე მზარდ ტენდენციად გამოიკვეთა, რაზეც ხაზგასმით მეტყველებს BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში ბოლო რამდენიმე კვარტლის მაჩვენებლები. მისი თქმით, „ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, განსაკუთრებით პატარა ზომის ქვეყნებში, რომლებიც არ გამოირჩევიან სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრით, განათლებაზე, ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ამიტომ განათლებაში სწორი ინვესტირება მნიშვნელოვანი და ძალიან ღირებულია“.

„მიგვაჩნია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გაჟღერებული პროგრამა, კერძოდ კი პროფესიული განათლების ახალი ხედვა, დროულია, ვინაიდან როგორც აღინიშნა, კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი, ბიზნესის მიერ საქმიანობისთვის მთავარ, N:1 ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება. ზემოხსენებულ საკითხზე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თითქმის ერთი წელია აქტიურად მუშაობს და BAG ინდექსის მონაცემებზე დაყრდნობით ახდენს როგორც ბიზნესს სექტორის, ასევე ხელისუფლების ინფორმირებას. მოხარულნი ვართ, რომ ამ მიმართულებით კარგი

შეთავაზება მიეცა კერძო სექტორს, განხორციელდება კოორდინირებული მუშაობა, რაც დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემდგომ დასაქმებაში, ხოლო ბიზნეს, თავის მხრივ, გადაუჭრის კვალიფიციური კადრების დეფიციტის მწვავე პრობლემას. ჩვენი მთავარი ამოცანა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნაა“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები