მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვგრძნობთ ხელისუფლების თანადგომას ბიზნესის მიმართ და ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია - სოსო ფხაკაძე

სოსო ფხაკაძე

საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ბიზნესი ხელისუფლების თანადგომას გრძნობს. მან ამის შესახებ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის გახსნისას განაცხადა და ამისთვის "ოცნების" პრემიერს, ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.

"გულწრფელად, ჩვენ ვგრძნობთ ხელისუფლების თანადგომას ქართული ბიზნესის მიმართ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ეს გვითქვამს, დღეს და მომავალშიც ბევრჯერ ვიტყვით, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია მისი ეკონომიკა. ამისთვის, ბიზნესის სახელით, ძალიან დიდი მადლობა გულწრფელად", - მიმართა სოსო ფხაკაძე ირაკლი კობახიძეს, რომელიც ფორუმის გახსნისას ასევე სიტყვით გამოვიდა.

ფორუმი საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და დეველოპერული კომპანიების - „არქის“, „ნექსთისა“ და „ბიოგრაფის„ თანაორგანიზებით იმართება. მასში მონაწილეობენ მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, დეველოპერული კომპანიები, 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი, ასევე უძრავი ქონების სააგენტოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები