მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ - უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი" - კახა კალაძე ოპოზიციაზე

კახა კალაძე
06.09.25 20:56
1496

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები, "ოპოზიციის დაპირებები ხელისუფლების მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით მათივე მხარდამჭერების შესაგულიანებლადაა გამიზნული".

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, თუ ვინმე კანონის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესი სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

„ეს განცხადებები კეთდება თავიანთი მხარდამჭერებისთვის, რომ რაღაცნაირად შეაგულიანონ. ათას სისულელეს ამბობენ. ძალიან მარტივად ვიტყვი: აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ - გაეცემათ შესაბამისი პასუხი და უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი, ცხადია, კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმითვე, ოპოზიციური პარტიების ერთმანეთთან ურთიერთობაზე პოლემიკაში ჩართვა არ სურს.

„ოპოზიცია თავადაც გაურკვეველია ერთმანეთში. საერთოდ არ მინდა საუბარი მათ დაპირისპირებაზე. მე ვარ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ვხვდები მოსახლეობას, ვსაუბრობ ქალაქის მომავალზე, სამომავლო პროექტებზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები