მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აბაშაში ₾75 მილიონის ინფრასტრუქტურული ობიექტები დაუსრულებელია - აუდიტი

აბაშა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აბაშის მუნიციპალიტეტში 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტში ხელშეკრულებების ადმინისტრირების კონტროლის მექანიზმები არასათანადოა.

აუდიტის მიხედვით, 75,4 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული ობიექტები დაუსრულებელია. მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში იყენებდა ხელშეკრულების შეწყვეტის მექანიზმს. ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 წლებში შეწყვეტილია 2 ხელშეკრულება ჯამური ღირებულებით 336 ათასი ლარი.

აუდიტის მონაცემებით, ხელშეკრულებებში გათვალისწინებული 14 ობიექტიდან:

  • 5 დასრულდა (104,5 ათასი ლარი);
  • 5 ნაწილობრივ შესრულდა (100,9 ათასი ლარი) და დარჩა 27,4 ათასი ლარის სამუშაო;
  • 4 ობიექტზე სამუშაოები არ დაწყებულა (98 ათასი ლარი).

აუდიტის დოკუმენტის მიხედვით: “2024 წლის 6 ივნისის მდგომარეობით, 7 ობიექტზე 75.4 მლნ ლარის სამუშაოების გასაგრძელებლად მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაუსრულებელია. გარდა ამისა, შეწყვეტილი ხელშეკრულებებიდან ერთ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის მოქმედების ვადა ნაკლები იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე. შედეგად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დაიკარგა გარანტორიდან 10.4 მლნ ლარის მიღების შესაძლებლობა”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები