მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმანში სასტუმრო „აღობილი“ და "სამეფო აბანოები" 2024 წლამდე გაიხსნება - ლაშა პაპაშვილი

61828d5ed4415
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.21 10:15
3922
ბიზნესმენის და კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებლის ლაშა პაპაშვილის განცხადებით, აბასთუმანში სასტუმრო „აღობილი“ და ისტორიული „სამეფო აბანოების“ გახსნის უკიდურესი თარიღი 2024 წლის გაზაფხულია. ამის შესახებ მან BM.GE-ის განუცხადა.

BMG-ის ინფორმაციით, კომპანია „რედიქსი“ აბასთუმანში 60 მლნ დოლარის ღირებულების 3 პროექტს ახორციელებს, აქედან სასტუმრო „აღობილის“ საინვესტიციო ღირებულება - 30 მლნ დოლარი, „სამეფო აბანოების“ – 15 მლნ დოლარი, ხოლო საოჯახო სასტუმრო „ვარძიასი“ – 15 მლნ დოლარია.

„რედიქსის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ 140-ნომრიანი სასტუმროს კარკასი უკვე აშენებულია, ხოლო „სამეფო აბანოების“ აღდგენა მიმდინარეობს. მისი განმარტებით, აბასთუმნის მასშტაბით, სხვადასხვა დეველოპერის მიერ მშენებარე სასტუმროები ერთდროულად გაიხსნება.

აბასთუმანში რამდენიმე დეველოპერი აშენებს სასტუმროებს და შევთანხმდით, რომ 2024 წლის გაზაფხული იქნება ყველაზე ბოლო ვადა, რომ ერთობლივად გაიხსნას. ეს პატარა დაბაა და არ შეიძლება იქ მშენებლობები მიმდინარეობდეს და თან ტურისტმა დაისვენოს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვადასხვა ენერგომატარებლები და ბიზნესები საორიენტაციო თარიღზე ერთობლივად შევთანხმდით. სასტუმროს მშენებლობა შეიძლება ადრეც დაგვემთავრებინა, მაგრამ სხვებს უნდა დაველოდოთ“, - უთხრა BM.GE-ის ბიზნესმენმა.

ლაშა პაპაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ბიზნესის 40-50% ჰორეკა სექტორს უკავია.

ცნობისთვის, დეველოპერული კომპანია „რედიქსი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტუმარმასპინძლობის სექტორში რამდენიმე პროექტს წლებია მართავს, მათ შორისაა სასტუმროები: „კაბადონი“ სიღნაღში; „ლე პორტი“ ბათუმში; „სამზეო“ თუშეთში, ასევე „რედ კაფე“ თბილისის ცენტრში და რესტორანი „მარჯანიშვილი 8“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები