მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, აბასთუმნის ურბანული განვითრების გეგმის შემუშავების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, პროექტი სრული სახით 2019 წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს. აბასთუმნის ურბანული განვითრების გეგმის შემუშავება დასკვნით ეტაპზეა აბასთუმნის გენგემის საპროექტო დუკუმენტაციის მიხედვით, კურორტის ცენტრალური ნაწილი უნდა განახლდეს. სამუშაოები 2020 წლიდან უნდა დაიწყოს. საპროექტო დოკუმენტაციას იტალიური საპროექტო კომპანია KEIOS და ქართული კომპანია CMC ჯგუფი ამზადებს. გარდა აბასთუმნის ურბანული განვითრების გეგმაზე მუშაობისა, მუნციპალური განვითრების ფონდი მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციისა და ევგენი ხარაძის მიერ დაარსებული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, ასევე 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაციას ახორციელებს. შემუშავების პროცესშია დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაც.


































