გლობალურ ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი გარიგება შედგა - ამერიკულმა AbbVie-ი ფარმაკოლოგიურ გიგანტ Cerevel Therapeutics-ს 8.7 მილიარდად ყიდულობს. გარიგების თანახმად, Cerevel-ის ერთ აქციაში AbbVie 45 დოლარს გადაიხდის, ხოლო ტრანზაქცია 2024 წლის მეორე ან მესამე კვარტალში დაიხურება. ამ ინფორმაციას ინვესტორები დადებითად შეხვდნენ, ხოლო Cerevel-ის აქციების ფასმა 16%-ით იმატა.
Cerevel Therapeutics-ის შესყიდვით, AbbVie-ს მედიკამენტების პორტფელის გაფართოება სურს, რადგან რევმატოიდული ართრიტის მედიკამენტ Humira-ს, რომელიც ამ დაავადების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს, ბოლო დროს, არაერთი კონკურენტი გამოუჩნდა და ბიზნესის გასაფართოებლად კომპანიას პროდუქტების დივერსიფიცირება სჭირდება. სწორედ ამ ტენდენციაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გასულ კვირას, AbbVie-მ სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტზე მომუშავე Immunogen-ი თითქმის 10 მილიარდ დოლარად შეიძინა.
Cerevel Therapeutics-ი, ძირითად, ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე მუშაობს, მათ შორის გამოსარჩევია Emraclidine - ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომელიც, შესაძლოა, ერთდროულად, შიზოფრენიის და ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ იქნეს გამოყენებული, მაგრამ ეს პრეპარატი ჯერ კლინიკურ კვლევებს გადის.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ორივე ზემოხსენებული კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. AbbVie-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 258 მილიარდ დოლარს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის რიგით 35-ე ყველაზე დიდი კომპანიაა მსოფლიოში. Cerevel Therapeutics-ი, ცხადია, შედარებით მცირე ზომის კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.6 მილიარდს აღემატება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.