მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბიტურიენტების საყურადღებოდ: პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების ვადა დღეს სრულდება | NAEC

აბიტურიენტები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახსენებს აბიტურიენტებს, რომ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებისთვის პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 20 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

გასათვალისწინებელია, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიოთ მათთვის სასურველი რაოდენობით საგანმანათლებლო პროგრამები.

გამოსაცდელებმა პროგრამების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციონ:

გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულ პროგრამაზე;

საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;

საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურს;

ქალაქს, სადაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება", - წერია NAEC-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები