მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბრამოვიჩმა სასამართლო წააგო - ევროკავშირის სანქციები არ გაუქმდება

რომან აბრამოვიჩი

რუსმა მილიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა ევროკავშირის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო, რაც ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ გაუქმდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომან აბრამოვიჩი ვერც კომენსაციას მიიღებს, რაც მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, მილიარდერის საკუთრებაში არსებულ ფოლადის მწარმოებელ კომპანია Evraz-სის მიერ რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით შეტანილ დიდი მოცულობით თანხას უკავშირდება.

სასამართლოს განაჩენს რომან აბრამოვიჩის იურისტები გამოეხმაურნენ, რომელთა თქმით, მილიარდერი ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. “რომან აბრამოვიჩს არ აქვს ძალაუფლება, რომლითაც ის არც ერთი მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთვება, მათ შორის არც რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში”, - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომით მილიარდერს სარგებელი არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩი ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი მილიარდერია, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $7.89 მილიარდად აფასებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები