აბუ-დაბის ეროვნულმა ნავთობკომპანია ADNOC-მა ოფშორულ საბადო უმ შარიფზე $6.2 მილიარდის ინვესტიცია დაამტკიცა.
როგორც ირკვევა, პროექტი მიზნად ბუნებრივი აირის მოპოვების გაზრდასა და გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტის გაფართოებას ისახავს. ინიციატივის ფარგლებში, 2030 წლისთვის დღიური მოპოვება 17 მილიონ კუბურ მეტრზე მეტით გაიზრდება. საუბარია არაბთა გაერთიანებული საამიროების ამჟამინდელი დღიური მოხმარების თითქმის 10%-ზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განვითარებაზე ADNOC-ი საერთაშორისო პარტნიორებთან - TotalEnergies-თან, Eni-სა და China National Petroleum Corporation-თან ერთად იმუშავებს.
ცნობისთვის, უმ შარიფის ოფშორულ საბადოზე პირველი ჭაბურღილი აბუ-დაბის ისტორიაში ათეულობით წლის წინ ამოქმედდა. საამიროების ისტორიაში ნავთობის პირველი ექსპორტი 1962 წელს სწორედ ამ ობიექტიდან განხორციელდა.




























