მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბუ-დაბიში ეროვნული მუზეუმი იხსნება

Zayed national museum
28.10.25 08:25
415

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

აბუ-დაბიში არაბთა გაერთიანებული საამიროების დაამარსებლის, ზააიდის სახელის მატარებელი ეროვნული მუზეუმი 3 დეკემბერს გაიხსნება. აბუ-დაბის კულტურული უბნის ცენტრში მდებარე მუზეუმი დამთვალიერებელს 18-წლიანი ლოდინის შემდეგ მიიღებს.

Foster + Partners-ის არქიტექტურული სახლის პროექტი პირველად 2007 წელს დაანონსდა, შენობა აფრენილი შევარდენის, გაერთიანებული საამიროების სიმბოლოს, ფრთების მოყვანილობას იმეორებს და მოწინავე მდგრადი ტექნოლოგიების გამოყენებით არის აშენებული. პროექტის ღირებულება $350 მილიონს შეადგენს.

"აბუ-დაბის მარგალიტი"

მუზეუმის შიდა სივრცეში ექვსი პერმანენტული გალერეაა, თითოეული გაერთიანებული საამიროების ისტორიის სხვადასხვა პერიოდზე გვესაუბრება, ადრეულ დასახლებებზე, ისლამზე და რეგიონის კულტურის განვითარებაზე. მუზეუმის მსხვილი ექსპონატებია 300 000 წლის ქვის იარაღი, რომელიც გაერთიანებული საამიროებისა და ომანის საზღვართან მდებარე ჯებელ ჰაფიიტის მთაზე აღმოაჩინეს და მსოფლიოში აღმოჩენილი ყველაზე ძველი - 8000 წლის მარგალიტი.

ზღვაოსნობის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენის ექსპოზიცია

მუზეუმში დეკემბრიდან ჯამში 3000 ექსპონატი იქნება გამოტანილი, მათი ნახევარი საგამოფენო სივრცეში პერმანენტულად დარჩება.

“ეს მუზეუმი არის არა მარტო არქეოლოგიური ნიმუშების კონსერვაციის და დაცვის ადგილი; არამედ პირობა მომავალი თაობებისთვის, ჩვენი იდენტობის შუქურა და ადგილი სადაც ჩვენი ისტორია მოყოლილია არა მხოლოდ საგნებით, არამედ ემოციით, მეხსიერებით და ხედვით. ეს ინსტიტუცია ჩვენს ისტორიას მომავალ თაობებს გადასცემს”, - აღნიშნა მუჰამედ ხალიფა ალ მუბარაქმა, აბუ-დაბის კულტურის და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

მუზეუმში სამომავლოდ მრავალი ღონისძიების ჩატარება იგეგმება, ინსტალაციები, ლაივ-პერფორმანზები, ვორკშოპები.

მუზეუმი მხოლოდ ნაწილია გაერთიანებული საამიროების ტურიზმის დივერსიფიკაციის გეგმის, რომელიც ახალი კულტურული უბნის შექმნას ითვალისწინებს, სულ რაღაც ერთი თვის წინ Sotheby’s-ის სააუქციონო სახლმა $150 მილიონის ღირებულების მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ექვსი მხატვრის ნამუშევრები გამოფინა ამავე უბანში მდებარე გალერეაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები