"აბუ-დაბიში საუბრები კონსტრუქციული იყო, შემდეგი შეხვედრები შესაძლოა შემდეგ კვირას გაიმართოს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენმა დელეგაციას ანგარიში მომაწოდა; არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრები დასრულდა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეს პირველი მსგავსი ფორმატი იყო: სამმხრივი შეხვედრების ორი დღე. ბევრი რამ განიხილა, და მნიშვნელოვანია, რომ საუბრები კონსტრუქციული იყო.
მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ სამივე მხარის სამხედრო წარმომადგენლები. ჩვენი მხრიდან, დღევანდელ მონაწილეებს შორის იყვნენ რუსტემ უმეროვი, კირილ ბუდანოვი, ანდრეი ჰნატოვი, დავიდ არახამია, სერგეი კისლიცია და ვადიმ სკიბიცკი. ამერიკული მხრიდან მონაწილეობდნენ სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, დენ დრისკოლი, ალექსუს გრინკევიჩი და ჯოშ გრუნბაუმი. რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ მათი სამხედრო დაზვერვისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
საუბრების ცენტრალური ფოკუსი ომის დასრულების შესაძლო პარამეტრები იყო. ძალიან ვაფასებ ომის დასრულების პროცესის ამერიკული მონიტორინგისა და ზედამხედველობის საჭიროებისა და ნამდვილი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაგებას…
ამერიკულმა მხარემ წამოჭრა ომის დასრულების პარამეტრების პოტენციური ფორმატების, ასევე ამის მისაღწევად საჭირო უსაფრთხოების პირობების საკითხი.
შეხვედრების შედეგად, რომლებიც ამ დღეებში იმართებოდა, ყველა მხარე შეთანხმდა ანგარიშები ჩაიტანონ თავიანთ დედაქალაქებში მოლაპარაკებების ყოველ ასპექტზე და თავიანთ ლიდერებთან მოახდინონ შემდგომი ნაბიჯების კოორდინაცია. სამხედრო წარმომადგენლებმა საკითხების სია შეადგინეს შემდეგი პოტენციალური შეხვედრისთვის. თუ წინსვლის მზაობა იქნება - და უკრაინა მზად არის - შემდგომი შეხვედრები გაიმართება სავარაუდოდ შემდეგ კვირას,” - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.




























